• დაგვიკავშირდით

    555-502-547
  • სამუშაო საათები

    08:30-19:30
  • ელ. ფოსტა

    infoindigokids2022@gmail.com
თამაშით სწავლება
თამაშით სწავლება

ჩვენთან მიმდინარეობს თამაშით სწავლება

მასწავლებლები
მასწავლებლები

ჩვენი გუნდი შედგება დარგის სპეციალისტებისგან რომლებმაც ზედმიწევნით იციან სკოლამდელი განათლების სფერო

ჩვენი მისია
ჩვენი მისია

"ჩვენ ვზრდით მომავლის ბავშვებს"

ჩვენი პროგრამები
ჩვენი პროგრამები

ადრეული, სკოლამდელი და სასკოლო მზაობა

about image

ბაღის შესახებ

საბავშვო ბაგა-ბაღი ,,ინდიგო ბავშვები’’ გაიხსნა 2022 წლის 15 სექტემბერს. საბავშვო ბაღს აქვს ორი ფილიალი, აქედან ერთის ადგილმდებარეობაა მუხიანის II მ/რ, VI-ე კორპუსის მიმდებარედ, ნონეშვილის გამზირი, ხოლო მეორე ფილიალის სოფელი დიღომი გრიგოლ ხანძთელის 1. დაწესებულება ფუნქციონირებს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:30-დან 19:30 საათამდე.

ორივე ფილიალში დაგხვდებათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმზრდელ-პედაგოგები/აღმზრდელები, რომლებიც საკუთარი ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ხელს შეუწყობენ აღსაზრდელების სხვადასხვა უნარების განვითარების სტიმულირებას.

მეტის ნახვა
90+

ბავშვების
რაოდენობა

5+

ჯგუფების
რაოდენობა

1

ბაღის
ავტობუსი

16+

მასწავლებლების
რაოდენობა

ჩვენი ჯგუფები

საბავშვო ბაგა-ბაღში ფუნქციონირებს ასაკობრივად დაგეგმარებული ჯგუფები, რაც გულისხმობს აღსაზრდელთა ასაკის მიხედვით მათ დაკომპლექტებას, ესენია: ბაგის ორი ჯგუფი: 1-დან-2-წლამდე და 2-დან 3 წლამდე, ბაღის ჯგუფი: 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე, 5-დან 6-წლამდე.

class image
  • ბავშვების რაოდენობა12 - 15
  • ასაკი1 - 3
ბაგა

დრო : 08:30 - 19:30

საბავშვო ბაგა-ბაღის ,,ინდიგო ბავშვები” ბაგის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 1 დან 3 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებზე, აგებულია ისე, რომ შეესაბამებოდეს თითოეული აღსაზრდელის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების ტემპს, რითაც საფუძველი ეყრება მათ მზაობას შემდეგი ასაკობრივი ეტაპისთვის.პროგრამის მთავარი მიზანია ბავშვის ადრეული ასაკის (1-3 წელი) ჰოლისტიკური განვითარება, სადაც ყურადღება ექცევა ბავშვების, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ, სოციალურ და კოგნიტიურ უნარებს.

სრულად ნახვა

class image
  • ბავშვების რაოდენობა15 - 18
  • ასაკი3 - 6
3 წლიდან

დრო : 08:30 - 19:30

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო პროგრამად შერჩეულია ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.აღნიშნული კურიკულუმი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე აღმზრდელ-პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს, აღსაზრდელების ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ საგანმანათლებლო პროცესი. იგი მოიცავს ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა ბავშვებისთვის განმავითარებელი და საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზება, თამაშები, რუტინები და სხვა.

სრულად ნახვა

class image
  • ბავშვების რაოდენობა15 - 18
  • ასაკი5 - 6
სასკოლო მზაობის ჯგუფი 5 წლიდან

დრო : 08:30 - 19:30

საბავშვო ბაგა-ბაღის ,,ინდიგო ბავშვები“ აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული თამაშები მუდმივად ორიენტირებულია ბავშვების შემოქმედებითი, დამოუკიდებელი მოქმედების, ფიზიკური, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, ენობრივი უნარების განვითარებასა და გამოვლენაზე, რაც გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ სასკოლო მზაობის მაღალ დონეს.

სრულად ნახვა

გაიცანით ჩვენი მასწავლებლები

teacher image

ჯილდა ჭეჟია

მენეჯერი
teacher image

თათია ცოცხალაშვილი

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი/მეთოდისტი
teacher image

მზია ბუხრიკიძე

აღმზრდელი
teacher image

ანნა ნაზარიანი

ქორეოგრაფ-მწვრთნელი
teacher image

მარინა ტუხაშვილი

მუსიკის პედაგოგი
teacher image

სალომე ნადარაია

პედიატრი/გასტროენტეროლოგი

საბავშვო ბაგა-ბაღის ღირებულებები

ოჯახის ჩართულობა

სააღმზრდელო პროცესში ოჯახის/თემის აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე ზრუნვა

განმავითარებელი თამაშები

მრავალფეროვანი, სახალისო და განმავითარებელი თამაშების დაგეგმვა და პრაქტიკაში რეალიზება

ინკლუზიური გარემო

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვისთვის თანასწორი და სამართლიანი გარემო-პირობებია სრულყოფილი, მიუხედავად მათი საჭიროების, შესაძლებლობის, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა

feature image

გარემო

ბავშვებისთვის უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული გარემო-პირობების შექმნა

პროფესიული განვითარება

საგანმანათლებლო პროცესში პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს აღმზრდელ-პედაგოგების და აღმზრდელების მიერ აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებში (სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა).

უახლესი ბლოგები

სტუმრად კომერსანტის დილაში

სტუმრად კომერსანტის დილაში

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ბაღი 🔘რას სთავაზობს საბავშვო ბაღი "ინდიგო-ბავშვები" აღსაზრდელებს 🔘“ინდიგო-ბავშვების” შექმნის ისტორია ➡️ინა ფურცხვანიძე - “ინდიგო-ბავშვების“ დამფუძნებელი, დირექტორი

ბავშვთა მიმართ ძალადობა

ბავშვთა მიმართ ძალადობა

ძალადობის ფორმები, მათი ნიშნები, უფლებამოსილი ორგანოები

რეკომენდაციები მშობლებს

რეკომენდაციები მშობლებს

ბავშვებისთვის დისციპლინისა და თვითრეგულიაციის შესწავლა