• დაგვიკავშირდით

    555-502-547
  • სამუშაო საათები

    08:30-19:30
  • ელ. ფოსტა

    infoindigokids2022@gmail.com
Image of ინა ფურცხვანიძე
ინა ფურცხვანიძე
დირექტორი

ბავშვთა ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის ექსპერტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი • Kidsoffice-ისკერძო ბაღების დამფუძნებლების ქსელის ლიდერი, საბავშვო ბაგა-ბაღი ინდიგო ბავშვები Kindergarten Indigo Kids დამფუძნებელი დირექტორი. თბილისის გეშტალტ ისნტიტუტის სტუდენტი. " ინდიგო ბავშვებში" ხელმძღვანელობს ფსიქოლოგის ბლოკსა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას.

იხილეთ სრულად
Image of ჯილდა ჭეჟია
ჯილდა ჭეჟია
მენეჯერი

დაწყებითი განათლების სპეციალისტი, ისტორიკოსი. გავლილი აქვს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული და სხვა სასერტიფიკატო კურსები ამ მიმართულებით. მიღებული აქვს მონაწილეობა სკოლამდელი განათლებისადმი მიძღვნილ არაერთ კონფერენციასა და ფორუმში. მისი, როგორც მენეჯერის მიზანია საბავშვო ბაღში სააღმზრდელო მეთოდოლოგიის განხორციელების პროცესში თითოეულ ჯგუფში ჩართულობა, პერსონალის მუშაობისთვის კოორდინაციის გაწევა, მასწავლებლების პროფესიული თვალსაწიერის ზრდა, მათთვის ახალი, თანამედროვე მიდგომების/მეთოდიკის გაცნობა და ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო თვალსაჩინოებებით უზრუნველყოფა. ბავშვის პოზიტიური ქცევის მართვის დანერგვა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმა/განხორციელება და ჩართვა მშობლებთან შეხვედრების პროცესში. ასევე ხელმძღვანელობს ბავშვთა დაცვის მიმართვიენობის (რეფერირების)პროცედურებს.

იხილეთ სრულად
Image of ლალი გოგიჩაიშვილი
ლალი გოგიჩაიშვილი
აღმზრდელი

აქვს კერძო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. გამოირჩევა ისეთი პიროვნული თვისებებით, როგორიცაა: გაწონასწორებულობა, ჰუმანურობა, ობიექტურობა, კომუნიკაბელურობა, შემოქმედებითობა, მიმღებლობა. მისი, როგორც მასწავლებლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას პოზიტიურ გარემოში. ცდილობს დაიცვას ბალანსი აღსაზრდელებთან ურთიერთობაში, ზრუნავს ბავშვის დამოუკიდებელი უნარის წახალისებაზე და აქტიურად მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში.

იხილეთ სრულად
Image of მზია ბუხრიკიძე
მზია ბუხრიკიძე
აღმზრდელი

აქვს კერძო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. გამოირჩევა ისეთი პიროვნული თვისებებით, როგორიცაა: ჰუმანურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ობიექტურობა, შემოქმედებითობა, კრეატიულობა. მისი, როგორც მასწავლებლის მიზანია ბავშვებისთვის პოზიტიური მხარდაჭერა და მათთვის მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზება. მზრუნველობით და ყურადღებით ეკიდება თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს, აქტიურად მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში. პრაქტიკაში ითვალისწინებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს.

იხილეთ სრულად
Image of მარინა ტუხაშვილი
მარინა ტუხაშვილი
მუსიკის პედაგოგი

" ინდიგო ბავშვებ"-ში ხელმძღვანელობს მუსიკალურ სტუდიას. მისი მიზანია მუსიკის საშუალებით განუვითაროს ბავშვებს სმენა, რითმის შეგრძნება, შემოქმედებითობის, ემოციების გამოვლენის და იმიტაციური უნარები. მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ვოკალის პედაგოგი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მინიჭებული აქვს უმაღლესი პედაგოგის სტატუსი. 10 წელი მოღვაწეობდა თეატრალურ სკოლა-სტუდიაში ,,ბერიკები’’ და მუსიკის აკადემიაში ვოკალის პედაგოგად. მუშაობდა ირლანდიაში ვოკალურ-ინსტრუმენტულ სტუდიაში, რომლის სახელწოდებაცაა ,,Green’’ და საქართველოში არსებულ მუსიკალურ სტუდიაში ,,N studio’’-ს ვოკალის პედაგოგად. პარალელურად მოღვაწეობს იტალიურ სკოლაში, სადაც ხელმძღვანელობს გოგონათა ვოკალურ ანსამბლს.

იხილეთ სრულად
Image of შორენა ტორჩინავა
შორენა ტორჩინავა
აღმზრდელი

აქვს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. გამოირჩევა ისეთი პიროვნული თვისებებით, როგორიცაა: ემპათია, პასუხისმგებლობა, მედეგობა, ჰუმანურობა, კომუნიკაბელურობა, შემოქმედებითობა. მისთვის, როგორც მასწავლებლის მიზანია თითოეული ბავშვისთვის ისეთი ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა და მრავალფეროვანი რესურსების შეთავაზება, რომელიც ხელს უწყობს მათი ფიზიკური, სენსორული, შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას. ასევე, ენის, მეტყველების, დამოუკიდებლობისა და ადაპტური ქცევის ხელშეწყობა. მის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ თამაშებში მუდმივად გათვალისწინებულია თითოეული ბავშვის ინტერესები, მათი ძლიერი მძარეები და საჭიროებები.

იხილეთ სრულად
Image of სალომე ნადარაია
სალომე ნადარაია
პედიატრი/გასტროენტეროლოგი

"ინდიგო ბავშვებ"-ის პედიატრი. მეთვალყურეობს ბავშვების ჯანსაღ გარემოში ზრდა-განვითარებას. ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე საბავშვო ბაღში. პარალელურად მუშაობს ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში, კლინიკა " პირველი" და მედისონის ამბულატორიულ ქსელში- ბავშვთა გასტროენტეროლოგად. არის მიწვეული ლექტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ბავშვთა გასტროენტერლოგთა და ცელიაკიის ასოციაციის წევრი.

იხილეთ სრულად

ინდიგო სულ სხვაა