რეკომენდაციები მშობლებს
1. ოჯახში შევქმნათ სითბოს, მზრუნველობის და ურთიერთმხარდაჭერის კულტი. შეჩვევა , როგორც ყველა სოციალური ქცევა, საჭიროებს საპასუხო გრძნობას. ბედნიერ ბავშვებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული თვითკონტროლი და პროსოციალური ქცევა.
2. ძალისხმევის კონცენტრაცია მოვახდინოთ სასურველი ქცევის განმტკიცებაზე. მხარი დავუჭიროთ და დავაჯილდოვოთ ბავშვების პროსოციალური ქცევა.
3. ბავშვებს წავუყენოთ გონივრული მოთხოვნები და მოვითხოვოთ მათი შესრულება.კარგად ავუხსნათ ბავშვებს , თუ რას ელიან მათგან , ამასთანავე ვიყოთ თანმიმდევრულები.
4. ბავშვის ქცევაზე კონტროლის მისაღწევად, თავი ავარიდოთ გაუმართლებელი ძალის გამოყენებას და მუქარას. მათი გამოყენება, ახდენს ბავშვში ანალოგიური ქცევის ფორმირებას და ხდება, მათ ხასიათში ისეთი არასასიამოვნო თვისებების ჩამოყალიბების მიზეზი, როგორიცაა სიჯიუტე, სისასტიკე და ბოროტება.
5. დავეხმაროთ ბავშვებს ისწავლონ საკუთარი თავის ფლობა და გავუადვილოთ კონტროლის შეგრძნება გარემოებებზე.
6. გამოვიყენოთ ინდუქციური მეთოდი (ახსნა, დარწმუნება) იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ გაიგონ საზოგადოებაში მოქცევის წესები.