დაგვიკავშირდით
555-502-547დაგვიკავშირდით
555-502-547სამუშაო საათები
08:30-19:30ელ. ფოსტა
infoindigokids2022@gmail.comჩვენ ვზრდით მომავლის ბავშვებს
საგანმანათლებლო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რათა ხელი შევუწყოთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას, ბავშვებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო-პირობების შექმნას
ვენს გარემოში ეკომეგობრული სისტემის დანერგვაჩ
საბავშვო ბაგა-ბაღში ფუნქციონირებს ასაკობრივად დაგეგმარებული ჯგუფები, რაც გულისხმობს აღსაზრდელთა ასაკის მიხედვით მათ დაკომპლექტებას, ესენია:
1) ბაგის უმცროსი ჯგუფი: 1-დან-2-წლამდე და 2-დან 3 წლამდე
2) ბაღის ჯგუფი: 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე, 5-დან 6-წლამდე
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო პროგრამად შერჩეულია ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილია მეთოდური სახელმძღვანელო 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ხოლო მეორე პრაქტიკული სახელმძღვანელო/სცენარები 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. ამასთან, გამოიყენება სასკოლო მზაობის პროგრამა ,,თამაში“, რომელიც მოიცავს სამ დოკუმენტს: სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი, აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკვლევი) და აქტივობების კრებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიქმნა ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მიზნით, რითაც აღმზრდელ-პედაგოგები ხელმძღვანელობენ.
ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე აღმზრდელ-პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს, აღსაზრდელების ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ საგანმანათლებლო პროცესი. იგი მოიცავს ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა ბავშვებისთვის განმავითარებელი და საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზება, თამაშები, რუტინები და სხვა.
სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანია დახმარება გაუწიონ აღმზრდელებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმატებით განხორციელებაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებას.
დღის განმავლობაში დანერგილია სამჯერადი კვება და ორი ხემსი. საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის და მრავალფეროვანი პროდუქტებით. საბავშვო ბაღის პარტნიორი გახლავთ სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან. ის მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და მაღალი დონის მომსახურებასა. სუპერმარკეტში არსებული პროდუქცია ინტენსიურად მოწმდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებზე ორიენტირებულ ლაბორატორიული კვლევების მიერ.
საბავშვო ბაღში დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა HACCP-ი!
საბავშვო ბაგა-ბაღის ,,ინდიგო ბავშვები’’ აღსაზრდელების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა პირორიტეტია!
ამ მიზნით, საბავშვო ბაღს ემსახურება მაღალკვალიფიციური პედიატრი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს აღსაზრდელების ჯამრთელობას, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს პროფილაქტიკურ შეემოწმებებს, კონსულტაცია უწევს ბავშვებს, მშობლებს და სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ასევე, საბავშვო ბაღში უზრუნველყოფილია ჰიგიენური ნორმები, ვინაიდან, დეზინფექცია შენობის შიდა და გარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად ტარდება, არსებული რესურსები (ავეჯი, სათამაშოები, თეთრეული, ჭურჭელი და ა.შ.) არის სუფთა მდგომარეობაში. ამასთან, ბავშვებმა იციან პირად ჰიგიენაზე ზრუნვა.
საბავშვო ბაღი გთავაზობთ დამატებით სერვისს სხვადასხვა წრის სახით, კერძოდ:
• ქართული ცეკვა
• ცურვა
• ტანვარჯიში
• ჭადრაკი
• რობო კლუბი
• სატრანსპორტო მომსახურება
სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმზრდელ-პედაგოგებით/აღმზრდელებით, რომლებიც საკუთარი ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ხელს უწყობენ აღსაზრდელების სხვადასხვა უნარების განვითარების სტიმულირებას. მათი ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებში შემავალი ინდიკატორებისა და განვითარების ხუთი სფეროს მიხედვით (განვითარების ხუთი სფერო:ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარები, ენა და მეტყველება, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა.), ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობების, ინტერესების დანახვა და შესაბამისი რეაგირება.
საბავშვო ბაღს ჰყავს დამატებითი სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებისთვის საჭირო ინტერვენციის მიწოდებას და შესაბამისად, მათ განვითარებაზე სისტემატურად ზრუნავენ. კერძოდ, ესენია:
ფსიქოლოგი, რომლის ფუნქცია-მოვალეობაში შედის მუშაობა ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებში, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, რთული ქცევის მართვა, საბავშვო ბაღის პერსონალისთვისა და მშობლებისთვის კონსულტაციის გაწევა, მუშაობა მულტიდისციპლინურ გუნდთან და სხვა. იგი, აქტიურად უძღვება ,,ფსიქოლოგის საათს“ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.
არტ თერაპევტი, რომელიც ატარებს არტ-თერაპიის აქტივობას და ეხმარება ბავშვებს ხელოვნების მეშვეობით თვითშემეცნებაში, საკუთარი თავის გამოხატვაში, განწყობის გაუმჯობესებაში, ქცევისა და ემოციების მართვაში.
ქორეოგრაფ-მწვრთნელი, ბავშვებს უტარებს ტანვარჯიშის/ბალეტის/რითმიკის გაკვეთილს, რომელიც ეხმარება მათ სიარულის მანერის დახვეწაში, გახდნენ უფრო ელასტიური, სხეულის გამკვრივებასა და მოქნილობაში. ამასთან, იგი დადებითად მოქმედებს ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ხელს უწყობს ემოციური სტაბილურობის განვითარებას.
ვოკალის პედაგოგო, რომელიც ხელმძღვანელობს საბავშვო ბაღში მუსიკალურ სტუდიას. მუსიკა ბავშვებში ავითარებს სმენას, ამასთან ხელს უწობს ნატიფი მოტორიკის, შემოქმედებითობის, ემოციებისა და იმიტაციური უნარების განვითარებას.
რეჟისორი, საბავშვო ბაღის სამხატვრო ხელმძღვანელი, უძღვება თეატრალურ საათს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დრამატურგიის ელემენტებს, მეტყველების და მხატვრული კითხვის აქტივობებს. აქტოვობა ეხმარება ბავშვებს ისეთი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში, როგორიცაა აღქმა, ემოცია, ემპათია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, გადაწყვეტილების მიღება, თანამშრომლობითი მუშაობა, მეტყველება, კომუნიკაცია, მოდელირება, გაზიარება, თვითშეფასება და თავდაჯერებულობა.
ინგლისური ენის პეგაგოგი , ბავშვებისთის უცხო ენის შესწავლას საკომუნიკაციო მეთოდიკაზე დაფუძნებული გაკვეთილებით წარიმართება. სწავლება მიმდინარეობს მეგობრულ გარემოში, სახალისო, საინტერესო ადა მრავალფეროვანი აქტივობებით. როლური თამაშებით, ინტერვიუებით, სიმღერებოთაა და ვიზუალური მასალების გამოყენებით ბავშვები მარტივად ეუფლებიან ინგლისურ ენას.
ჩვენი გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეზოს მოწყობას. მოგეხსენებათ ეზო კურიკულუმის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ამიტომ მის დაგეგმარებაში დიდ დროს, ყურადღებას და რესურსს ვდებთ. ეზოში გათვალისწინებულია:
• ინდივიდუალური ზონა
• ექსპერიმენტების ზონა
• აქტიური თამაშების ზონა
• შეკრების ზონა
• ეკოლოგიური ზონა
• საჩრდილობელი
• კუნძები - მაგიდები
• საძრომიალო
• სხვადასხვა საფარი
• კუნძების ბილიკი
• ველოსიპედის ბილიკი
• ზედაპირი ცარცით სახატავი
• წრეზე შეხვედრის ადგილი
• დასაჯდომი მორები
• ნარგავების ლაბირინთი
• სათამაშო სივრცე
• ცარცით სახატავი კედელი
• კონსტრუირების სივრცე
• წყალთან სათამაშო კედელი
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს უწყობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას, პასუხობს მათ საჭიროებებს, ქმნის საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე გარემოს რაც მომავალი თაობის ბავშვებისათვის უპირობო მოცემულობაა. ჩვენ ვზრდით მომავლის ბავშვებს .
ინდიგო სულ სხვაა
სააღმზრდელო პროცესში ოჯახის/თემის აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე ზრუნვა
მრავალფეროვანი, სახალისო და განმავითარებელი თამაშების დაგეგმვა და პრაქტიკაში რეალიზება
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვისთვის თანასწორი და სამართლიანი გარემო-პირობებია სრულყოფილი, მიუხედავად მათი საჭიროების, შესაძლებლობის, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა
ბავშვებისთვის უსაფრთხო, თავისუფალი და კომფორტული გარემო-პირობების შექმნა
საგანმანათლებლო პროცესში პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს აღმზრდელ-პედაგოგების და აღმზრდელების მიერ აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებში (სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა).