• დაგვიკავშირდით

    555-502-547
  • სამუშაო საათები

    08:30-19:30
  • ელ. ფოსტა

    infoindigokids2022@gmail.com
post image

ფსიქოლოგის ბლოგი

1.იყავით მგრძნობიარე და თბილი.

2.იმხიარულეთ მასთან ერთად(იცეკვეთ,იმღერეთ,ითამაშეთ და ა.შ).

3.მიეცით არჩევნის საშუალება (მაგ:დილით საუზმეზე პური და ყველი უნდა  თუ კარაქიანი პური ან წითელ ზედას ჩაიცვამს დღეს თუ შავს).

4.კითხეთ როგორ გრძნობს თავს,როცა შეატყობთ რომ ცუდხასიათზეა.

5.გაუჟღერეთ ბავშვს ემოციები და მიეცით სახელდება(მაგ:ვხედავ გაბრაზებულიხარ,ვგრძნობ მოწყენილიხარ და ა.შ)

6.გაუზიარეთ თვენი ემოციებიც(მაგ:მე გახარებული ვარ,რადგან დღეს ვისიამოვნე შენთან თამაშით).

7.მოუყევით ზღაპრები ძილის წინ და ესაუბროთ თუ როგორ გაატარა დღე.

8.წაახალისეთ დამოუკიდებლობა,თუ რაიმეს ვერ გააკეთებს თქვენ მიეხმარეთ(მაგ:თავისი ხელი მიირთვას საჭმელი,შეიკრას თასმა,თუ დიდი დრო სჭირდება თავიდან დააცადეთ ,შემდეგ რბილად უთხარით რომ თავად შეგიძლიათ დაეხმაროთ და ერთად შეკრათ მაგალითად,თასმა).

9.ყოველთვის შეაქეთ მცდელობისთვის და არა მხოლოდ შედეგისთვის(მაგ:ისიამოვნეთ ფეხბურთის თამაშით და არ გააკეთოთ აქცენტი იმაზე თუ როგორ ურტყამს ბურთს ფეხს ან რამდენი გოლი გაიატანა).

10.გამოყავით ყოველდღე 15-20წთ,აგრძნობინეთ რომ ეს დრო მას ეკუთვნის და თქვენც სიამოვნებით ატარებთ მასთან ერთად დროს.

11.არ დაუსვათ ბევრი შეკითხვა,როცა მზად იქნება თავად გიამბობთ,ხოლო შემდეგ არ განსაჯოთ ის და მოუსმინეთ გულისყურით,თუ აზრის დაფიქსირება მოგინდებათ,დააფიქსირეთ რბილად(მე მესმის შენი,მაგრამ ჩემი აზრით....)

12.ჩაერთეთ ერთად აქტივობაში,თუნდაც სადილის მომზადების დროს და ისიც მიიხმარეთ.გააკეთებინეთ მარტივი რაიმე და აღნიშნეთ,რომ კარგად გამოსდის და შეუძლია.

13.მოიფიქრეთ რაიმე აქტივობა და სასიამოვნოთ გაატარეთ დრო.

14.როცა ტირის,ამ დროს აგრძნობინეთ რომ მისი გესმით,არც მოფერებით,არც ჩხუბით,უბრალოდ დარჩით მასთან და თქვენც მოიწყინეთ.უნდა იგრძნოს, რომ მისი ტირილი ვიღას ესმის.როცა მორჩება ტირილს შეგიძლიათ უთხრათ(მაგ:მე მესმის შენი....)და რბილად დააფიქსიროთ აზრი.

15.ასწავლეთ არა-ს თქვემა,როცა რაღაც არ უნდა ძალით არ გააკეთებინოთ.

16.თუ წვნიანს არ მიირთმევს ან სხვა რაიმე კერძს,შეგიძლიათ აუხსნათ რა კერძია,ერთად დაათვალიეროთ,შემდეგ ცალცალკე გასინჯოთ ის ყოველივე,რისგანაც კერძი შედგება და ბოლოს დააგემოვნოთ(მაგ:წვნიანი,რომელშიც კარტოფილია,სტაფილოა,ბროკოლია,სათითაოდ დააგემოვნეთ).

 

ინდიგო სულ სხვაა