ბავშვთა მიმართ ძალადობა
ბავშვთა მიმართ ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება,
რომელიც აკნინებს და დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას,საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას
ძალადობის ფორმები
± ფიზიკური ძალადობა
± ემოციური ძალადობა
± სექსუალური ძალადობა
± უგულებელყოფა
± ეკონომიკური ძალადობა
ფიზიკური ძალადობა არის ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება,რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება
ფიზიკური ძალადობის ნიშნები:
Ø სხეულზე სისხლჩაქცევები
Ø შეშუპებები
Ø სხვადასხვა ფერის სილურჯეები
Ø დამწვრობის კვალი
ნიშნები:
Ø ეშინია მოზრდილი ადამიანების
Ø ფრთხება სხვა ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე
Ø გამუდმებულად შფოთავს მოსალოდნელ საფრთხეზე
Ø ეშინია მშობლების, ეშინია სახლში წასვლის
Ø აქვს უსიცოცხლო, გაყინული მზერა
Ø აქვს თვითშეფასების დაბალი დონე
Ø ხაზგასმით დამრჯერია,მორჩილია
Ø კრიტიკისადმი აქვს ავადმყოფური დამოკიდებულება
Ø ცხოველების მიმართ იჩენს სისასტიკეს
Ø აცვია ამინდისათვის და სეზონისათვის შეუფერებლად
Ø აგრესიულად იქცევა,გაღიზიანებული ან გაუცხოვებულია
ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს:
± შეურაცხყოფის მიყენება
± კრიტიკა
± ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება
± დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია
± გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დამცინავი სახელებით მიმართვა
ემოციური ძალადობა აზიანებს ბავშვის ფსიქიკას,
მთლიანად მის პიროვნებას
ნიშნები:
Ø შარდისა და დეფეკაციის შეუკავებლობა
Ø ფსიქოსომატური ჩივილები
Ø მოზარდებთან ზედმეტად მიჯაჭულობა
Ø ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვნად დაქვეითება
Ø ბავშვი იტყუება
Ø თვითდაზიანება, დეპრესია
Ø ნევროზული ქცევები
Ø დაბალი თვითშეფასება
უგულებელყოფა არის ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის აუცილებელი საჭიროების რეგულარული დაუკმაყოფილება,მშობლის ან მეურვის მხრიდან
როგორ ამოვიცნოთ უგულველყოფილი ბავშვი:
Ø ჰიგიენური ნორმების დაუცველობა
Ø ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა
Ø ხარბი ჭამა
Ø ნევროზული ქცევები
Ø თვითდაზიანება
Ø უკიდურესი პასიურობა ან აგრესიულობა
Ø ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა
Ø ბავშვი დაღლილია აპათიურია
Ø ბავშვი შეიმჩნევა წვრილმან ქურდობაში
სექსუალური ძალადობა მოიცავს როგორც სექსუალურ აქტს,ასევე შეხებას,სექსუალური მეტყველებით დევნას,გაუპატიურებას,ან მის მცდელობას,სისხლის აღრევას,სხეულით ვაჭრობით იძულებას
ქცევითი და ემოციური ნიშნები:
± ვერ იტანს თავის ან საპირისპირო სქესს
± არ უყვარს თავის სხეული ამბობს რომ ბინძურია
± შიში გარკვეული პიროვნების მიმართ
± სოციალური იზოლაცია
± განცხადება სექსუალური ძალადობის შესახებ
± ძალადობის შემთხვევა გადააქვს თამაშის დროს
± სექსისადმი გაძლიერებული ლტოლვა
± პასიური, შებოჭილი,გაურბის სხვა ადამიანების შეხებას
± სხეულის საზღვრების დარღვევა,განცდა რომ დაკაგრა ბავშვობა,
± თვითმკვლელობისა და თვითგანადგურების მცდელობა
ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებების შეზღუდვას
მაგ: მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ზრუნავს ბავშვის კვებაზე;
იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მათ შორის: იძულებითი ქორწინება, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა ან/და თანამონაწილეობა, ნივთიერებათა ავად მოხმარება, მოწყალების თხოვნა, აგრეთვე ბავშვის ჩართვა შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას) შეზღუდვას. იძულებად ჩაითვლება ბავშვის შრომის შედეგად მოპოვებული თანხის მთლიანი ან/და ნაწილობრივი მითვისება
მაგ: ბავშვის ჩართვა მოწყალების თხოვნაში
ძალადობის ფაქტების გამოვლენა ევალება
ევალება ყველა დაწესებულებას ვინც ბავშვთან ურთიერთობს
Ø როგორც სკოლამდელ დაწესებულებას ასევე სკოლას.
Ø სამედიცინო დაწესებულებას
Ø სააგენტოს
Ø საუბნო სამსახურს თუ საპატრულო პოლიციას
Ø საზოგადოების თვითეულ წევრს
რეფერირების სისტემა მოიცავს:
± ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას;
± ბავშვის მდგომარეობის შეფასებას;
± ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას;
± საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განცალკევებასა და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში/თავშესაფარში/მინდობით აღზრდაში, რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას;
± ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას
საბავშო ბაღის ვალდებულება:
± ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა:
± ბავშვზე ძალადობის საეჭვო ნიშნების არსებობისას, ბაღი ამოიცნობს ამ ნიშნებს და ეჭვს მიიტანს ბავშვის მიმართ ძალადობაზე
± ბავშვის მდგომარეობის შეფასება:
± ბაღი ადგილზე ამოწმებს და აანალიზებს შემთხვევას, ადგენს ეჭვის საფუძვლიანობას და შემთხვევის გადაუდებლობას
± ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება:
± საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ბაღი ახდენს შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო(ები)სთვის
± ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობა:
საფუძვლიანი ეჭვი:
± ბავშვზე სხეულის დაზიანების ნიშნების არსებობა
± ბავშვი იქცევა საეჭვოდ (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სახლში დაბრუნება, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი და სხვ.);
± ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის ბაღში;
± ბავშვი არ არის რეგისტრირებული ან ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა, აგრეთვე არ არის პედიატრის/ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
± ბავშვი მოუვლელია, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკურ განვითარებაში, ბავშვს აქვს მოუწესრიგებელი გარეგნული იერ-სახე – უსუფთაო სახე და სხეული, აცვია ჭუჭყიანი ან/და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი, იკვებება საჭმლის ნარჩენებით;
± ასაკის შეუფერებლად დროს ატარებს უმეთვალყურეოდ, საცხოვრებელი გარემო შეიცავს საფრთხეებს ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, ცხოვრობს ბავშვთა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად;
± ჩართულია ისეთ შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღი ფიზიკური და მენტალური განვითარების) შეზღუდვას;
± ბავშვი გამოყენებულია და ჩაბმულია მისი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოში ან/და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში
± ბავშვი ხშირად გადაადგილდება უცხო პირთან/პირებთან ერთად ნათესავის ან ახლობლის გარეშე ან იმყოფება უცხო პირების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ან/და უწევს მათ მომსახურებას;
± ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვზე ძალადობაზე
საბავშო ბაღი ბალდებულია:
± ადგილზე გააანალიზოს შემთხვევა და დაადგინოს, საფუძვლიანია თუ არა წარმოქმნილი ეჭვი;
± საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, უზრუნველყოს შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ორგანო(ები)სთვის;
± ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე განახორციელოს ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში
უფლებამოსილი ორგანოები:
± სსიპ − სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: - 111
± საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15-05;
± სსიპ − სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი: − 116-006;
± საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი - 112
± ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას „ცხელ ხაზზე“ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის საკითხებზე; ასევე „ცხელი ხაზ(ებ)ის“ მეშვეობით შესაძლებელია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ