აგრესია ბავშვებში
აგრესიული ქცევა წარმოადგენს სიბრაზის გამოხატულებას, რომელიც ვლინდება ვერბალური ფორმით ან ქცევის სახით. ბავშვებში ამ ქცევის განტკიცებას იწვევს აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომები. მოგვიანებით ასეთი ქცევა გადადის აგრესიულობაში.
აგრესიის გამომწვევი მიზეზები:
- სომატური დაავადებები, ტვინის ფუნქციის დარღვევა.
- ემოციური დისბალანსი: ოჯახური კონფლიქტები, ჩხუბი, უთანხმოება მშობლებს შორის. საერთო ინტერესების არ ქონა.
- მშობლების აგრესიული ქცევა როგორც ოჯახში, ასევე სოციუმში .
- მშობლების გულგრილი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, მისი მიღწევების მიმართ.
- ბავშვის, როგორც პიროვნების უპატივცემულობა.
- ძლიერი მიჯაჭვულობა ერთ-ერთი მშობლის მიმართ. ამასთან მეორე მშობელი გვევლინება როგორც აგრესიის ობიექტი.
- მშობლების სხვადასხვა შეხედულება აღზრდის მეთოდის მიმართ, არათანმიმდევრულობა.
- მშობლების მხრიდან გადაჭარბებული კონტროლი ან მისი სრული არ არსებობა.პირადი თავისუფლების შეზღუდვა.
- საკუთარი თავის დაბალი შვითშეფასება, ქცევის კონტროლის გაძნელება.დანაშაულის განცდა.
- გადაღლილობა, ემოციური არასტაბილურობა, უარყოფითი გამოცდილება, უსაფრთხოების განცდის არ ქონა.
- ინტელექტის დაბალი დონე.
- სოციუმში ურთიერთობების დამყარების სირთულე.
- სასტიკი კომპიუტერული თამაშები და გადაცემები.
- ფიზიკური აქტივობის დაშლა.
აგრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს მშობლის მხრიდან ფიზიკური დასჯა.დედის აგრესიულობა სარკისებურად ირეკლება ბავშვის ქცევაში. სასტიკი მოქცევა კი, შეიძლება გახდეს ნევროზის გამოწვევის მიზეზი.ასევე, ხშირად ბავშვები აგრესიული ქცევის განხორციელებით ცდილობენ მიიპყრონ ყურადღება.
რაში ვლინდება აგრესია?
- სათამაშოების წართმევა.
- დარტყმა, ჩხუბის პროვოცირება აგრესიული ბავშვის მხრიდან.
- წესების დაუმორჩილებლობა.
- უწმაწური სიტყვების გამოყენება.
2 წლის ასაკში:
ძირითადად ვლინდება კბენით, ასე ისინი შეიცნობენ გარე სამყაროს.. კბენის გამოყენება ხდება, რათა მალე მიიღონ ის რაც უნდათ.
კბენა- ეს არის საკუთარი უფლებების დაცვის მცდელობა, ასევე საკუთარი წარუმატებლობის დემონსტრირება. რიგ შემთხვევაში განიხილება როგორც თავდაცვის მექანიზმი. ზოგ შემთხვევაში ეს არის საკუთარი ძალის გამოვლენის ერთ-ერთი გზა.. თუმცა , უნდა ღინიშნოს, რომ კბენა შეიძლება გამოწვეული იყოს ნევროლოგიური მიზეზებითაც.
3 წლის ასაკში:
ამ ასაკში აგრესიის წყაროდ გვევლინება ძირითადად სათამაშოები. ბავშვები კბენენ, ურტყამენ, ხელს კრავენ , ესვრიან ერთმანეთს სხვადასხვა ნივთებს სწორედ სათამაშოების გამო. ამ დროს, ძალის გამოყენებით ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ბავშვში აგრესიულ ქცევას. უპრიანი იქნება ყურადღების გადატანა სხვა რამეზე.
4წლის ასაკში:
აგრესია შედარებით იკლებს რადგან ბავშვები უკვე ვერბალურად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს. თუმცა, ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ეგოცენტრიზმი არ ძლევს ბავშვს საშუალებას მიიღოს და გაითვალისწინოს სხვისი აზრი. მათი აღქმა ასეთია :ყველაფერი კარგი ან ყველაფერი ცუდი! ამ ასაკში მათ ჭირდებათ კონკრეტული ინსტრუქციები თუ როგორ მოიქცნენ და რა გააკეთონ.
5 წლის ასაკში:
აგრესია იჩენს თავს ფიზიკური აქტივობის სახით ბიჭებში, ხოლო გოგოებში ვერბალური „თავდასხმის“ სახით.
6-7 წლის ასაკში :
აგრესია გვხვდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამოხატულებით. ამას ემატება სტრესული დაძაბულობა. ამის მიზეზი ხშირად არის ასოციალური გარემო, სიყვარულის დეფიციტი, ბავშვის მიმართ გულგრილობა, . ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია განახორციელოს თვიტკონტროლი და არ გამოამჟღავნოს თავისი წყენა , თუმცა ამის გამოვლენა ხდება მაინც აგრესიული ქცევის გზით.
როგორ მოვიქცეთ ბავშვის მხრიდან აგრესიული ქცევის გამოხატვის დროს?
- აგრესიული ქცევა ეს არის ძირითადად ყურადღების მიქცევის მცდელობა. ბავშვი ადვილად ხვდება რომ ეს არის ადვილი გზა იმის მისაღწევად რაც სურს. ამის თავიდან ასაცილებლად იქონიეთ ხშირი კონტაქტი ბავშვთან.
- განსაზღვრეთ თუ რა იწვევს აგრესიას ბავშვში , რა არის მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი.
- აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულნი და მივცეთ საკუთარი სახით მისაბაძი მაგალითი: შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა მსგავს სიტუაციებში.
აგრესიასთან გამკლავება და პრევენცია:
- შესთავაზეთ ბავშვს დახატოს თავისი აგრესია ან მისი მიზეზი და შემდეგ დახიოს.
- გამოიყენეთ ბალიში. მინიმუმ 10 ჯერ მაინც დაარტყმევინეთ მუშტებით მასზე.
- შეეცადეთ გადაუტანოთ ყურადღება სხვა რამეზე.
- გამორიცხეთ დაშინება და შანტაჟი.
- აგრესიული ქცევის გამოხატვის დროს ნუ მიმართვათ ბავშვს ხშირად, ამით თქვენ პროვოცირებას ახდენთ ახალი აგრესიისა.
- გახდით მისაბაძი მაგალითი მისთვის.
- დააკავეთ სპორტით, ის ახდენს აგრესიის ტრასფორმაციას.
- გამოიყენეთ რელაქსაციური ვარჯიშები და ვიტამინიზირებული დიეტა.