• დაგვიკავშირდით

    555-502-547
  • სამუშაო საათები

    08:30-19:30
  • ელ. ფოსტა

    infoindigokids2022@gmail.com
class image

ბაგა

ბაგის პროგრამა ემსახურება აღსაზრდელების შემდეგი უნარების განვითარებას:

•⁠ ⁠ფიზიკური და სენსორული განვითარება- ვზრუნავთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების ჯანსაღ ზრდას, მოტორული უნარების გაძლიერებას და მოძრაობის კოორდინაციის განვითარებას.

•⁠ ⁠ემოციური კეთილდღეობა-ბავშვებს ვუქმნით უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს, რაც აუცილებელია მათი ემოციური კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.

•⁠ ⁠სოციალური უნარების განვითარება-ბავშვები სწავლობენ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, თამაშისა და თანატოლებთან კომუნიკაციის საფუძველზე. ამიტომ, მუდივად ვთავაზობთ, მათ მრავალფეროვან სოციალურად მდიდარ გარემოს.

•⁠ ⁠კოგნიტიური განვითარების ხელშეწყობა-ბაგის პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებას თამაშისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის საშუალებით. ამიტომ, აქცენტს ვაკაეთებთ, რომ მათ თავისუფლად შეძლონ ცნობისმოყვარეობის გამომჟღავმება, ყურადღების კონცენტრაცია მოცემულ ამოცანაზე, მიღებული გამოცდილების ინტერპრეტაციის უნარის დემონსტრირება, მიზეზშედეგობრიობის გაგება, კრიტიკული და სიმბოლური აზროვმების განვითარება.

•⁠ ⁠ადრეული კომუნიკაციის უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება-ბავშვები სწავლობენ სიტყვების, ჟესტებისა და სხვა კომუნიკაციის ფორმების გამოყენებას, რაც ეხმარებათ ბავშვებს ენის განვითარებაში. შესაბამისად, ვზრუნავთ, მათ რეცეპტული და ექსპრესიული ენის, ასევე, მოსმენისა და გაგების უნარების განვითარებაზე.

•⁠ ⁠დამოუკიდებლობა და ადპტური ქცევა-ვზრუნავთ, რომ ბავშვებს განუვითაროთ შემდგომი უნარები: ავტონომიურობა(დამოუკიდებლობა), არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, თავიანთ აზრის გამოთქმა,პირადი ჰიგიენა და თვით-მოვლა. ასევე, აქცენტს ვაკეთებთ ბავშვების მიერ უსაფრთხოების წესების დაუფლება/დაცვაზე. ვცდილობთ, რომ მათ ჩამოუყალიბდეთ მზრუნველთა მიმართ ნდობა და უნარი იმისა, რომ შეძლონ გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლოლებების შესაბამება თავიანთ ქცევასთან.

ინდიგო სულ სხვაა