3 წლიდან
მოგეხსენებათ სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევა არის თამაში. სწორედ ამ ფორმით ხდება ყველა აქტივობის დაგეგმვა და ბავშვებამდე მიტანა, რაც მათთვის ძალიან სახალისო, საინტერესო და შთამაგონებელია. სწორედ ეფექტიანი დღის განრიგი ხარისხიანი ადრეული განათლების ერთ-ერთი მახასიათებელია. სწორად შემუშავებული განრიგი ქმნის საბაზისო პირობებს მრავალფეროვანი და მდიდარი გამოცდილებებისთვის, მოქმედებს ბავშვების ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებაზე. საბავშო ბაღში მუდმივი დღის განრიგი ეხმარება ბავშვებს იგრძნონ თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად. იგი ეხმარება ბავშვებს გაიგონ, რას მოელის გარემო მათგან, რაც ამცირებს პრობლემურ ქცევას, როგორიცაა ტანტრუმები და აგრესიული ქმედებები.
ჩვენი განრიგის კომპონენტებია:
• დილის წრე
• საღამოს წრე
• თამაში
• ეზოს აქტივობა
• დამატებითი აქტივობები
• კვება
• გაცილება
ჯგუფური ოთახები დაყოფილია სივრცეებად რაც ბავშვებს უქმნის საინტერესო, ხელმისაწვდომ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს. კერძოდ:
• ხელოვნების სივრცე
• მეცნიერების სივრცე
• სამაგიდო თამაშების სივრცე
• დრამატული თამაშების სივრცე
• კონსტრუქციული სივრცე
• სენსორული სივრცე
• სივრცე განმარტოებისთვის