სასკოლო მზაობის ჯგუფი 5 წლიდან
ყურადსაღებია არაერთი ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის საფუძველზეც სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართულ ბავშვებს დაწყებითი განათლების საფეხურზე უფრო მეტად დადებითი შედეგები აქვთ აკადემიურ და სოციალურ-ემოციურ სფეროში, ვიდრე მათ ვინც ამ პროგრამის მიღმა დარჩნენ. ჩვენი პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვების წარმატებულ ტრანზიციის პროცესს საბავშვო ბაგა-ბაღიდან სასკოლო სივრცეში. ვამზადებთ მათ, რათა ჰქონდეთ სკოლისადმი სწორი მოლოდინები, პოზიტიურად მიიღონ და გაუმკლავდნენ სასკოლო გამოწვევებს.
როდესაც ვსაუბრობთ ბავშვების ამა თუ იმ უნარების განვითარებაზე, აღსანიშნავია, რომ ამისთვის ხშირად ვიყენებთ როლური თამაშების მეთოდიკას, ვიწვევთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც აცნობენ ბავშვებს პროფესიებს, ვახორციელებთ გასვლით ღონისძიებებსა და ექსკურსიებს. ყოველივე ეს, ხელს უწყობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას.
სასკოლო მზაობის პროგრამა ბავშვებს საშუალებას აძლევს განუვითარდეთ კითხვისა და წერის სწავლისათვის საჭირო უნარები და მათემატიკური წარმოდგენები. ამასთან, მიმდინარეობს ინგლისური ენის გაძლიერებულად შესწავლა, კერძოდ, უცხო ენის დაუფლება საკომუნიკაციო მეთოდიკაზე დაფუძნებული გაკვეთილებით წარიმართება. სწავლა მიმდინარეობს მეგობრულ გარემოში, სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. როლური თამაშებით, ინტერვიუებით, სიმღერებითა და ვიზუალური მასალების გამოყენებით ბავშვები მარტივად ეუფლებიან ინგლისურ ენას.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა რიცხობრივად 15-18 შეადგენს. ეს რაოდენობა შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, რაც იძლევა შესაძლებლობას, აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების მიერ მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნას თითოეული ბავშვის ინდივიდუალური ინტერესები, შესაძლებლობები და საჭიროებები.