• დაგვიკავშირდით

    555-502-547
  • სამუშაო საათები

    08:30-19:30
  • ელ. ფოსტა

    infoindigokids2022@gmail.com
teacher image

თათია ცოცხალაშვილი

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი/მეთოდისტი

მინიჭებული აქვს განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. წარმატებით შეისწავლა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული და სხვა სასერტიფიკატო კურსები ამ მიმართულებით. მიღებული აქვს მონაწილეობა სკოლამდელი განათლებისადმი მიძღვნილ არაერთ კონფერენციასა და ფორუმში. მისი, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის მიზანია საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვა, სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლიგიის შერჩევა და დანერგვა, აღმზრდელ-პედაგოგებისთვის/აღმზრდელებისთვის რეკომენდაციების გაცემა, ფიზიკური გარემოს სრულყოფა უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით. სამუშაო პროცესში ყოველდღიურობის ნაწილია აღმზრდელ-პედაგოგებთან/აღმზრდელებთან კომუნიკაცია, საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვება, საჭიროებების დადგენა, გარკვეული სიხშირით დაწესებულების საგანმანათლებლო პროცესის შიდა მონიტორინგის წარმოება და ზრუნვა გამოწვევების მოგვარებაზე.

ინდიგო სულ სხვაა